პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უსმენენ

11:07, 10.03.2022

პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უსმენს.

დახურულ ფორმატში თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების საკითხებზე, საიდუმლო შესყიდვებისა და პროგრამების შესახებ წარადგენს ინფორმაციას.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე ჯუანშერ ბურჭულაძე, მის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდა.

ნდობის ჯგუფის დღევანდელ სხდომას ოპოზიციის კვოტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თემურ ჯანაშია ესწრება.

მსგავსი