პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ
პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში დღეს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ. როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ივანე მაჭავარიანი ნდობის ჯგუფს ინფორმაციას ფარული ხარჯების თაობაზე წარუდგენს.

„პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. რეგლამენტით, ნდობის ჯგუფის მხრიდან საჭიროა საიდუმლო შესყიდვებზე სავალდებულო დასკვნა. ივანე მაჭავარიანი ნდობის ჯგუფს ბიუჯეტში არსებული ფარული ხარჯების მიზნობრიობის თაობაზე მიაწოდებს ინფორმაციას. ფარული ხარჯები ეხება შეიარაღებისა და სპეცტექნიკის შესყიდვას. ფარულ ხარჯებს რამდენიმე უწყება იყენებს, რაც ჩვეულებრივი სტანდარტია. ფარული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან მხარს ბიუჯეტის გამჭვირვალობას ვუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.