პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი გაიყვანეს [ვიდეო]

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. ისინი დასუფთავების სამსახურის მიერ კარვების აღებას აპროტესტებენ.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად, პოლიციამ თავდაპირველად ტერიტორიიდან გაიყვანა გიორგი მუმლაძე და ზუკა ბერძენიშვილი, შემდეგ კი კიდევ რამდენიმე ადამიანი,  მათ შორის ნოდარ რუხაძე, ბექა ბასილაია და ბექა კოკაია.

ჯერ უცნობია, აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან თუ ტერიტორიას განარიდეს. შსს-ში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები დღეს ღამით აიღო. ადგილზე საბავშვო ატრაქციონები განთავსდა.

ადგილზე მისულმა ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლებმა კარვების აღება გააპროტესტეს და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.