პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „შრომის კოდექსით“, ზეგანაკვეთური შრომის ნორმირებული ხელფასის 125 პროცენტით ანაზღაურება აღარ არის გათვალისწინებული
პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „შრომის კოდექსით“, ზეგანაკვეთური შრომის ნორმირებული ხელფასის 125 პროცენტით ანაზღაურება აღარ არის გათვალისწინებული

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „შრომის კოდექსით“, ზეგანაკვეთური შრომის ნორმირებული ხელფასის 125 პროცენტით ანაზღაურება აღარ არის გათვალისწინებული.

როგორც ცვლილებების ინიციატორი, დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, აღნიშნული ნორმის ამოღება მეორე მოსმენით განხილვისას მოხდა. ცქიტიშვილი ჩანაწერის ამოღების მიზეზად ბიზნესჯგუფების მოთხოვნას ასახელებს.

„როცა 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ „შრომის კოდექსი“ მიიღო და მასში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მომატებული ტარიფი ჩაწერა, დამსაქმებლების უმეტესობამ ეს ნორმა უგულვებელყო და დასაქმებულებს ანაზღაურება მინიმალურად მოუმატეს, ან ამ ნორმაზე საერთოდ თვალი დახუჭეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 125-პროცენტიანი განაკვეთის დაწესება, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე შეჯერება ვერ მოხდა და ეს მუხლი ამოღებული იქნა, მაგრამ სასამართლო გზა გვრჩება, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ და ბიზნესფედერაციამ უნდა გაიზიარონ. ეს არის სასამართლო პრაქტიკით წასვლა. სასამართლოში უკვე ორი შემთხვევაა, როცა ზეგანაკვეთურ შრომაზე დადგენილია 125-პროცენტიანი და 150-პროცენტიანი ანაზღაურება. შესაძლებელია, ამ გზით წავიდეთ და ყველა დამსაქმებელს მოუწიოს კიდევ უფრო მეტი ტარიფით ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, მაგრამ ეს ის გზააა, რაც ამერიკის პალატამ და ბიზნეს ჯგუფებმა აირჩიეს. ამის მიუხედავად, კანონპროექტში სხვა უამრავი ნორმაა, რაც დასაქმებულებს დაეხმარება, თავისი უფლებები დაიცვას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდებოდა, დასაქმებულისთვის ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაეხადა იმ თანხის 125 პროცენტი, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის.