პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მიხეილ ბატიაშვილის გამოსვლას ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი დაესწრება
პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მიხეილ ბატიაშვილის გამოსვლას ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი დაესწრება

პარლამენტის განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გამოსვლას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დაესწრება.

როგორც ჟურნალისტებს შენგელიამ განუცხადა, მისი დედის გარდაცვალებიდან დაახლოებით ორი თვე გავიდა და ოჯახს კითხვებზე პასუხები არ აქვს.

მისი თქმით, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რაც იმის დასტურია, რომ კერზაიას მიმართ ადგილი პოლიტიკურ დევნას ჰქონდა.

„რაც მოხდა, ინსპექტირებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს იყო გამიზნული პოლიტიკური დევნა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. საქმეში გამოგონილი სარჩელის ავტორი არსებობს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. სხვა საეჭვო ვითარებაც არსებობს. საქმეში ჩართული იყო ზუგდიდის ადგილობრივი რესურსცენტრი, რომელიც ზეწოლას პირდაპირ ახორციელებდა, რათა საქმე ბოლომდე მიეყვანა და დასკვნა რაც შეიძლება ხისტი ყოფილიყო”, – აღნიშნა შენგელიამ.

განათლების კომიტეტის სხდომა 19:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც მინისტრის მისვლა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.

დატოვე კომენტარი