პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ
პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ

პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები.

ლონდა თოლორაიას დღეს რვა ხმით მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ხოლო ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდა.

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე იქნება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.