პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ბორჯომში სამუშაო შეხვედრას გამართავს
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ბორჯომში სამუშაო შეხვედრას გამართავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამუშაო შეხვედრას დღეს ბორჯომში გამართავს. კომიტეტის წევრები ექვს საკითხზე იმსჯელებენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც იურიდიული კომიტეტის წევრები განიხილავენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღსრულება იქნება.

„ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება აღსრულების ნაწილში არის ძალიან კარგი. ჩვენი სახელმწიფო ცდილობს, რომ ყველა გადაწყვეტილება შესრულდეს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ამ სამართლებლივ სისტემაში, ამ ფასეულობების მატარებელი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

სხდომაზე ასევე ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მექანიზმის გაუმჯობესებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომელიც იარაღის ტარების გამკაცრებასა და სანქციების გაზრდას გულისხმობს.