პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე მესამე მოსმენით მსჯელობენ.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ ცვლილებები პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის ყველა იმ ძირითად რეკომენდაციას, რაც იყო გაჟღერებული ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ პროექტი ყოველი შემთხვევისთვის გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, რომ მაინც გვქონდეს მათი კომისიის პოზიცია. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გვექნება ვენეციის კომისიის პოზიციები, რომ თუ რაიმე საკითხი კიდევ საჭიროებს დაზუსტებას და განხილვას, მესამე მოსმენის ფარგლებში გავითვალისწინოთ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ“,  – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პროექტი არის დახვეწილი, დაზუსტებული და შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ კანდიდატებს, ვისაც სურთ, რომ არჩეულ იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.