პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საგანგებო სიტუაციათა მართვის საბჭოს რეფორმაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საგანგებო სიტუაციათა მართვის საბჭოს რეფორმაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საგანგებო სიტუაციათა მართვის საბჭოს რეფორმის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. დეპუტატები ცვლილებების თაობაზე პირველი მოსმენით დღეს იმსჯელებენ. კანონმდებლებს საკანონმდებლო პაკეტს საგანგებო სიტუაციათა მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს. რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, საგანგებო სიტუაციების მართვა ახალ მოდელზე გადადის.

კერძოდ, ხუთდონიანი მართვის სისტემის ნაცვლად, ორი დონე – ადგილობრივი და ეროვნული იქნება. პროექტით, როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციების მართვაზე პასუხისმგებელი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები იქნებიან. ამასთან, ცვლილებებით გაწერილია მოხალისეთა სისტემის სამართლებრივი საფუძვლები, ასევე კანონპროექტი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალ ხედვას ითვალისწინებს.

ამას გარდა, პროექტით, სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი იზრდება და სახანძრო ზედამხედველობას ყველა სასტუმრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი დაექვემდებარება.

ასევე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის. ამასთან, დგინდება პასუხისმგებლობა წყალმომარაგების ქსელის მფლობელი კომპანიებისთვის, რათა მათ მოუარონ ჰიდრანტებს.