პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ამილახვარი აირჩიეს
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ამილახვარი აირჩიეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. მან აღნიშნულ პოსტზე თეა წულუკიანი ჩაანაცვლა, რომელმაც თავის მხრივ, კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავა.