პარლამენტის ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს
პარლამენტის ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა.

გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის ფორმატში მიიღეს, სადაც კენჭისყრა ჩატარდა.

რატი იონათამიშვილი ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს ცვლის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა.