პარლამენტის ეთიკის საბჭო მომავალ სასესიო კვირაში დაკომპლექტდება

12:41, 24.04.2019

პარლამენტის ეთიკის საბჭო მომავალ სასესიო კვირაში დაკომპლექტდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა, ეთიკის საბჭო 14 წევრით იქნება წარმოდგენილი.

მისი თქმით, ეთიკის საბჭოში ფრაქციებს თითო-თითო წარმომადგენელი ეყოლებათ, უფრაქციო დეპუტატებს კი – ორი.

ეთიკის კოდექსი პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე არეგულირებს და წესებს განსაზღვრავს, რომლებიც დეპუტატებმა საკუთარ საქმიანობაში, კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინონ.

მსგავსი