პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩერქეზი მხატვრის, თეუჩეჟ ყატის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩერქეზი მხატვრის, თეუჩეჟ ყატის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ჩერქეზი მხატვრის, თეუჩეჟ ყატის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე საქართველოს თემაზე შექმნილი 55 ნამუშევარია წარმოდგენილი.

როგორც მხატვარმა განაცხადა, გამოფენაზე ქართული კლასიკური ლიტერატურის ილუსტრაციებია წარმოდგენილი.

„მე დავამთავრე საქართველოს სამხატვრო აკადემია 1974 წელს და ყველა ჩემი მასწავლებელი ქართველი იყო. ამიტომ ვგრძნობ მადლიერებას მათ წინაშე. გამოფენაზე წარმოდგენილია 55-მდე ნამუშევარი საქართველოს თემაზე, საერთოდ საქართველოს თემაზე 105 ნამუშევარი მაქვს. წარმოდგენილი მაქვს ლიტერატურული ილუსტრაციები ვაჟა-ფშაველას პოემებზე“, – განაცხადა მხატვარმა.

გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.