პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სავარაუდოდ, ირაკლი მეზურნიშვილი იქნება
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სავარაუდოდ, ირაკლი მეზურნიშვილი იქნება

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა განიხილება.

პირველ არხთან საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

მისი თქმით, მიმდინარე კვირას სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება შეუწყდება და მისი თანამდებობა ვაკანტური იქნება.

„თუ მოადგილის შერჩევა საშემოდგომო სესიის დასრულებამდე არ მოხდება, ის საგაზაფხულო სესიის დაწყებისას აირჩევა. კანდიდატურაზე ჯერ არ შევჯერებულვართ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.