პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტებს კენჭს არ უყრიან

12:10, 07.03.2018

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტებს კენჭს არ უყრიან.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განუცხადა, უმრავლესობის მიზანია, ერთი რეზოლუციის მიღება მოხდეს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე კონსულტაციები მიმდინარეობს, შესაბამისად, დღეს საკითხს კენჭს არ უყრიან.

“ჩვენი მიზანია, ერთიანი, მტკიცე და პრინციპული რეზოლუცია მივიღოთ. კონსულტაციებიც სწორედ ამას ემსახურება. მთავარი ამოცანაა, შეჯერებული და პრინციპული რეზოლუცია მივიღოთ“, – განაცხადა ქაცარავამ.

დეპუტატის ცნობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები სანქციების ნაწილთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.

მსგავსი