პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.

სხდომაზე წარდგენილი იქნება შესაბამისი დადგენილების პროექტი, ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა, რადგან ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში მართმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარების.