პარლამენტის დელეგაცია, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს
პარლამენტის დელეგაცია, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს

საქართველოს დელეგაცია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს.

გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის პარლამენტში აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაღიევს და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და როსტომ ჩხეიძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.