პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიაჩნია, რომ კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან კაკულია დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციტივას გამოეხმაურა, რომელიც კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის, 500 ლარით განსაზღვრას ითხოვს.

კაკულიას თქმით, თუ პირობითად ათ ადამიანს 300 ლარიანი ხელფასი აქვს, ცვლილების შედეგად, რვა ადამიანი 500 ლარიანი ხელფასით იქნება, ხოლო ორი – უმუშევარი. 

„ეს არ არის კარგი შედეგი. თუ ამას კერძო კომპანიების გადასაწყვეტად ვტოვებთ, ჩემი და მთავრობის აზრით, ასეთი შედეგი დადგება, რვა მომატებული ხელფასით იქნება, ორი უმუშევარი. სხვა ინსტრუმენტებია ჩასართავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თვლის, მინიმალური ხელფას საკმარისი, ადეკვატური არ არის, მისი მოგვარების ეს გზა ამ ეტაპზე, შესაძლოა აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგის მომტანი გახდეს. ეს ხედვის საკითხია“, – განაცხადა კაკულიამ.

დატოვე კომენტარი