პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კერძო სექტორთან შეხვედრას მართავს

11:00, 12.11.2021

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კერძო სექტორთან „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევის ფარგლებში შეხვედრას მართავს.

თემატური მოკვლევის მიზანია კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე მდგარი/გამწვავებული პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

დასკვნის გამოქვეყნება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება.

თემატური მოკვლევა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის 24 მაისს, კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაიწყო.

 

მსგავსი