პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულისთვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემის შესახებ ცვლილებების ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულისთვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემის შესახებ ცვლილებების ინიცირება მოხდება

საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულისთვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემის საფასური ავტომობილისა და მისაბმელის შემთხვევაში 80 ლარი იქნება, ხოლო მოტოციკლის შემთხვევაში – 40 ლარი.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მოამზადა. დეპუტატი საკანონმდებლო ცვლილებებით გამოდის, საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულმა ავტომობილზე დიპლომატიური სანომრე ნიშნით ისარგებლოს.

„საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულისთვის გათვალისწინებული არ არის საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით მინიჭებული პრივილეგიები და იმუნიტეტი“, – განმარტებულია კანონპროექტში.

ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.