პარლამენტის ბიურომ „მინისტრის საათის“ განრიგში ცვლილებები შეიტანა
პარლამენტის ბიურომ „მინისტრის საათის“ განრიგში ცვლილებები შეიტანა

პარლამენტის ბიურომ „მინისტრის საათის“ განრიგში ცვლილებები შეიტანა. დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე მინისტრების მოსმენის ახალ გრაფიკს დაუჭირეს მხარი.

კახა კუჭავამ ახალი განრიგის შესახებ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

„წარმოგიდგენთ ახალ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც 16-19 ნოემბრის კვირაში გვექნება ორი მინისტრის მოსმენა. ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 30 ნოემნერი-3 დეკემბრის კვირაში გვექნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენა და 14-17 დეკემბრის კვირაში გვექნება ასევე ორი-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და იუსტიციის მინისტრის მოსმენები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.