პარლამენტის აპარატი აცხადებს, რომ შენობაზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგმება
პარლამენტის აპარატი აცხადებს, რომ შენობაზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგმება

საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე ეტაპად ჩატარდება „C“ კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები და საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას.

„საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები.

მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით. საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი