პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად, პლენარული სხდომები ქუთაისში გრძელდება

16:31, 17.12.2018

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად, პლენარული სხდომები ქუთაისში გრძელდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად, პლენარული სხდომები ქუთაისში გრძელდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თბილისის პარლამენტის შენობა პლენარული სხდომების ჩასატარებლად მზად არ არის.

„ყველა შემთხვევაში ქუთაისში უნდა გაიმართოს სხდომა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის თბილისში მოწყობილი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ბიუროს წევრებმა საკითხს კენჭი უყარეს და გადაწყდა, რომ სხდომა ქუთაისში გაიმართება.

მსგავსი