პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ.

საკითხზე მომხსენებელი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია იქნება. ინიციატივის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მიწის საკუთრების უფლება ეკრძალებათ.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონპროექტის ინიცირება მოხდება. კომიტეტზე გავიტანთ და შემდეგ უკვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამის მსვლელობას მისცემს. საბოლოო ჯამში, ორი თვის ვადაში ეს პროცედურები დასრულდება. ძირითადი ცვლილება, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, უპირველესად, არის ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მიწის საკუთრების უფლება ეკრძალებათ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.