პარლამენტი შატილის გზაზე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს
პარლამენტი შატილის გზაზე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამის შესახებ ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შატილის გზაზე ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, პარლამენტის შენობის ფასადზე და საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვება.