პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს 23 მარტს უყრის კენჭს
პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს 23 მარტს უყრის კენჭს

პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მიმდინარე სასესიო კვირაში, პარასკევს უყრის კენჭს.

პირველი არხის კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა, შერჩეული სამი კანდიდატიდან უმრავლესობა მხარს ვის დაუჭერს.

“კანონით პროცედურა გაწერილია, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან. შეიძლება, ეს პროცესი სხვადასხვაგვარად გაგრძელდეს. კონსულტაციები შესაბამის სუბიექტებთან იქნება, ვისაც წარდგენის უფლება აქვს. კენჭისყრა პარასკევს გაიმართება, მანამდე კონსულტაციებს აზრი არ აქვს. კენჭისყრა შედგება და ამის შემდეგ გამოჩნდება, სად არის საჭირო კონსულტაციების გაგრძელება”, – აღნიშნა კობახიძემ.