პარლამენტი საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევას გეგმავს
პარლამენტი საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი 2022 წლის საშემოდგომო სესიას მიმდინარე კვირის პარასკევს დაასრულებს, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მუშაობა რიგგარეშე სხდომებზე გაგრძელდება.

„სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომები მომავალი კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს. შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მივმართავთ პრეზიდენტს, ვინაიდან დაგვჭირდება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა. ასევე რამდენიმე თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად ჩასატარებელია კენჭისყრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.