პარლამენტი საშემოდგომო სესიას მიმდინარე კვირაში გახსნის
პარლამენტი საშემოდგომო სესიას მიმდინარე კვირაში გახსნის

პარლამენტი საშემოდგომო სესიას მიმდინარე კვირაში გახსნის. რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესია პლენარული სხდომის ფორმატში 5 სექტემბერს გაიხსნება და გაიმართება პოლიტიკური დებატები.

საშემოდგომო სესიის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იქნება, როგორც მთავრობის წევრების ანგარიშების მოსმენის თვალსაზრისით, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. მათ შორის განსახილველია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში, ასევე სახალხო დამცველის ანგარიში.

რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომელიც სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება, დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.