პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 6 თებერვალს განაახლებს
პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 6 თებერვალს განაახლებს

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 6 თებერვალს განაახლებს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. საკანონმდებლო ორგანო 6 თებერვალს საგაზაფხულო სესიას სავარაუდოდ, ბიუროს სხდომით გახსნის. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები იანვარში ოფიციალურად შვებულებაში იმყოფებიან, საპარლამენტო კომიტეტები უკვე მუშაობენ და რამდენიმე სხდომაც ჩატარდა.

საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რომელთა შორისაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღა, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები და ა.შ. რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობა გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაასრულა, თუმცა მანამდე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.