პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს
პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.

უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება და ცნობილი გახდება აუდიტორული კომპანია, რომელიც  საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს. კომისიამ აუდიტორული კომპანია 21 ნოემბრამდე უნდა გამოავლინოს.

როგორც ცნობილია, „საპენსიო სააგენტოს“ 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა  ფირმა „ერნსტ ენდ იანგიმ“ განახორციელა.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.