პარლამენტი საგაზაფხულო სესიას მიმდინარე კვირაში დახურავს
პარლამენტი საგაზაფხულო სესიას მიმდინარე კვირაში დახურავს

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში საგაზაფხულო სესიას დახურავს. რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, საგაზაფხულო სესია 26 ივნისს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურება.

იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტს კანონპროექტები აქვს დასამტკიცებელი და უწყებების წლიური ანგარიშებია მოსასმენი, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.