პარლამენტი საერთაშორისო ფორუმს „შეუზღუდავი შესაძლებლობები - სწორი ნაბიჯების გადადგმა“ მასპინძლობს [ფოტო]
პარლამენტი საერთაშორისო ფორუმს „შეუზღუდავი შესაძლებლობები - სწორი ნაბიჯების გადადგმა“ მასპინძლობს [ფოტო]

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ფორუმს „შეუზღუდავი შესაძლებლობები – სწორი ნაბიჯების გადადგმა“ მასპინძლობს.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასთინ მაქენზი სმითმა განუცხადა, საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბებიან ხელოვანები და პოლიტიკოსები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან.

მისი თქმით, ღონისძიების მიზანია, გამოცდილების გაზიარება.

„ღონისძიების მიზანია, ინკლუზიური საზოგადოების განვითარება ხელოვნების საშუალებით. ეს არის საქართველოში ბრიტანული სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს სეზონი მიზნად ისახავს, აღმოაჩინო სიახლე უკვე ნაცნობი ბრიტანეთის შესახებ”, – განაცხადა ელჩმა.

„შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ არის ხელოვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში. ფორუმის გზავნილია, რომ არ არსებობს შეზღუდვები მათთვის, ვინც ხელოვნებაში მიღწევებზე ოცნებობს.