პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს განიხილავს
პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს განიხილავს

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით განიხილავს.

როგორც პირველ არხს საკითხის მომხსენებელმა, დეპუტატმა გიორგი ხატიძემ განუცხადა, პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა და მას პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

„აზრთა სხვადასხვაობა იყო, გარკვეული პოზიციები დაფიქსირდა, თუმცა კანონპროექტი მხარდაჭერილია. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გადის, სადაც პირველი მოსმენით გაიმართება მსჯელობა.

რაც შეეხება მეორე მოსმენას, ყველა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და პოზიციების შეჯერება მოხდება. პრინციპების დონეზე შევჯერდით და ცვლილებები მხარდაჭერილია, ხოლო კორექტირება რა მიმართულებით მოხდება, ეს გამოკვეთილი განხილვების ეტაპზე იქნება”, – აღნიშნა ხატიძემ.