პარლამენტი გლობალურ აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა
პარლამენტი გლობალურ აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა

საქართველოს პარლამენტი დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ საერთაშორისო აქციას შეუერთდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიური გლობალური აქციის – „დედამიწის საათი 2018“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეში 20:30 საათზე ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთო.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღნიშულ კამპანიაში გასულ წლებშიც მონაწილეობდა.

სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება პირველად 2007 წელს სიდნეიში ჩატარდა.

ყოველწლიური აქცია „დედამიწის საათი“ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება.

აქციის ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება გამოირთვება.​

 

დატოვე კომენტარი