პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს
პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს. დეპუტატებს ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გააცნობს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი გათვლილია სამ პროცენტიან დეფიციტზე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მომავალ წელს 12 მლრდ 400 მლნ ლარს დახარჯავს, საიდანაც მილიარდ 800 მლნ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება და პროექტები განხორციელდება”, – განაცხადა კოვზანაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე მტკიცდება.