პარლამენტი რიგგარეშე სხდომების 22 დეკემბრიდან ჩანიშვნის მიზნით, პრეზიდენტს მიმართავს
პარლამენტი რიგგარეშე სხდომების 22 დეკემბრიდან ჩანიშვნის მიზნით, პრეზიდენტს მიმართავს

პარლამენტი 22 დეკემბრიდან რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

„მთელი რიგი საკითხები არის, როგორც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე საორგანიზაციო საკითხები. ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რაც ტრადიციულად არის ხოლმე ყოველი წლის ბოლოს. ამიტომ ჩვენ პრეზიდენტს მივმართავთ, 22 დეკემბრიდან რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნოს.

როგორც გაცნობეთ, მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომებთან დაკავშირებით, 22-დან უკვე ჩაგვენიშნება სხდომები. იმედია, სრული დასწრება იქნება, რადგან ბევრი საკითხი არის განსახილველი და ალბათ მოგვიწევს წლის ბოლომდე საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა. ოთხშაბათს 11:30 საათზე ჩავატარებთ კვლავ ბიუროს და 12:00 საათზე გავხსნით სესიას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.