პარლამენტი 2019 წლის საქმიანობას გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშის განხილვის გარეშე ასრულებს
პარლამენტი 2019 წლის საქმიანობას გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშის განხილვის გარეშე ასრულებს

პარლამენტი 2019 წლის საკანონმდებლო საქმიანობას გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშის განხილვის გარეშე ასრულებს.

გენერალურმა პროკურატურამ 2018 წლის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარე წლის მაისში, საგაზაფხულო სესიაზე წარუდგინა, თუმცა ამ დრომდე არ განხილულა. რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატებს დოკუმენტი საგაზაფხულო სესიაზე უნდა განეხილათ, თუმცა მასზე მსჯელობა გადაიდო. გადადების მიზეზად 20 ივნისს განვითარებული პროცესები და საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ვითარება დასახელდა, რის გამოც დეპუტატებმა, მათ შორის ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ მომზადებული პირველი მოხსენებაც ვერ მოისმინეს. ამასთან, კიდევ ერთ მიზეზად ისიც დასახელდა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო.

რაც შეეხება გენერალური პროკურატურის 2018 წლის წლიურ ანგარიშს, დოკუმენტი 47-ფურცლიანია, სადაც განხილულია მთავარი პროკურატურის საქმიანობა. კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ზოგადი კრიმინოგენური ვითარება.