პარლამენტი 16 ივნისს მინისტრის საათის ფორმატში ილია დარჩიაშვილს მოუსმენს
პარლამენტი 16 ივნისს მინისტრის საათის ფორმატში ილია დარჩიაშვილს მოუსმენს

პარლამენტის ბიურომ 13-16 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი 16 ივნისს მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმენს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 15 ივნისს, ხუთშაბათს თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები: „გირჩი“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

ბიურომ კენჭისყრით მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციაში გატარებას. პლენარული სხდომების დღის წესრიგით, მიმდინარე სასესიო კვირას 80-ზე მეტი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.