პარლამენტი – 12 დეკემბრიდან პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმებულია

00:21, 12.12.2024

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„12 დეკემბრიდან გაუქმებულია პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში 28 ნოემბრიდან გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე 6 დეკემბერს გაუქმდა და მას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა.

მსგავსი