პარლამენტარი გრიგოლ ლილუაშვილი მუშაობას სუს-ში გააგრძელებს
პარლამენტარი გრიგოლ ლილუაშვილი მუშაობას სუს-ში გააგრძელებს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებული თანამდებობის დატოვებას აპირებს.

პირველი არხის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გააგრძელებს.

პირველი არხის ინფორმაციის გადამოწმებას გრიგოლ ლილუაშვილთან შეეცადა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

იქიდან გამომდინარე, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია, მის მიერ პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ამ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.