პარკლენდის სკოლაზე თავდამსხმელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
პარკლენდის სკოლაზე თავდამსხმელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ფლორიდის სასამართლომ პარკლენდის სკოლაზე თავდამსხმელს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ნიკოლას კრუზს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში 17 ადამიანის განზრახ მკვლელობასა და კიდევ 17 ადამიანის მკვლელობის მცდელობას.

სკოლაზე თავდასხმა მიმდინარე წლის 14 თებერვალს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს მას ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა მაშინ ის საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად არ მიიჩნიეს.

როგორც Fox News ციხის ბადრაგებზე დაყრდნობით წერს, 19 წლის კრუზი კამერაში მშვიდად იქცევა, საუბრობს და მსჯელობს ლოგიკურად.

24 თებერვლის ჩანაწერების მიხედვით კი მან ბიბლია მოითხოვა. ბადრაგები ასევე ყვებიან, რომ კრუზს ღამით ძილი უჭირს.