პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

11:50, 05.06.2018

პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი.

მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

კერძო ავტომობილებისთვის – სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის – სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის – მხოლოდ სახელმწიფო ნომერი.

ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით.

მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში.

მსგავსი