პარიზში ყვითელჟილეტიანების რიგით 30-ე აქცია გაიმართა
პარიზში ყვითელჟილეტიანების რიგით 30-ე აქცია გაიმართა

პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი აქცია გაიმართა. ეს რიგის 30-ე მიტინგი იყო, რომელიც აქტივისტებმა და მოძრაობის მხარდამჭერებმა საფრანგეთის დედაქალაქში ჩაატარეს. ამჯერად ყვითელჟილეტიანები პარიზის გარეუბანში შეიკრიბნენ, რადგან ხელისუფლებამ მათ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქციის გამართვაზე უარი უთხრა.

მიტინგის მონაწილეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკას აპროტესტებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 ივნისს გამართულ დემონსტრაციებში 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

პარიზის გარდა, აქციები გაიმართა საფრანგეთის სხვა ქალაქებში.