პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამჯერად მოძრაობის წევრები საფრანგეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე სარკინიგზო სადგურთან შეიკრიბნენ.

როგორც ტელეკომპანია „ბი-ემ-ეფი“ იუწყება, პოლიციამ აგრესიულად განწყობილი აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის მონაწილეები საფრანგეთის ხელისუფლებას ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდნენ. ყვითელჟილეტიანები ასევე დაიმუქრნენ, რომ დღეს, 14 ივლისს, როდესაც საფრანგეთში ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის დაცემის დღეს აღნიშნავენ, მასშტაბურ აქციას გამართავენ.

ყვითელჟილეტიანების აქციაზე უსაფრთხოებას 2500 პოლიციელი იცავდა.