პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს
პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს

პარიზში პროტესტის მეცხრე კვირას ყვითელჟილეტიანების მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ასეული აქტივისტია შეკრებილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მანიფესტაცია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შენობასთან დაიწყო. რის შემდეგაც დემონსტრანტებმა ერთობლივი მსვლელობა დაიწყეს. მათი დანიშნულების საბოლოო ადგილი ბასტილიის მოედანი და ელისეის მინდვრებია.

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე დემონსტრაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით არის გამკაცრებული. უსაფრთხოების მიზნით მეტროს რამდენიმე სადგური დროებით დახურულია.

როგორც რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის პემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, დემონსტრაციების ფარგლებში საფრანგეთში უსაფრთხოების სამსახურის 80 ათასამდე თანამშრომელია მობილიზებული.
დემონსტრაციები დაგეგმილია საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც.

დატოვე კომენტარი