პარიზში, ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა
პარიზში, ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა

პარიზში, ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაკავებულია 150-ზე მეტი აქტივისტი, მათ შორის ყვითელჟილეტიანების ლიდერები.

არასანქცირებული აქცია ელისეს მინდვრებთან მაშინ გაიმართა, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში ბასტილიის დღის აღსანიშნად აღლუმი მიმდინარეობდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ნაგვის ყუთებს ცეცხლი წაუკიდეს.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად აქტივისტებს ყვითელი ჟილეტები არ ეცვათ, რათა ისინი პოლიციას არ გაეჩერებინა. ამის ნაცვლად, მათ ყვითელი ფერის ბუშტები ეჭირათ ხელში.