პარიზში ყვითელჟილეტიანების 26-ე მანიფესტაცია, რომელიც გამარჯვების დღეს უნდა მოეწყოთ, აღარ გაიმართება
პარიზში ყვითელჟილეტიანების 26-ე მანიფესტაცია, რომელიც გამარჯვების დღეს უნდა მოეწყოთ, აღარ გაიმართება

პარიზში ყვითელჟილეტიანების 26-ე მანიფესტაცია, რომელიც გამარჯვების დღეს უნდა მოეწყოთ, აღარ გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალვას დღეს ემორჩილებიან.

მათივე ინფორმაციით, ეინა მანიფესტაციების დროს მათი ბევრი მომხრე დაშავდა, ამიტომ გადაწყვეტილება დაანონსებულ შეკრებამდე რამდენიმე წუთით ადრე სწორედ ამის გამო მიიღეს.

გუშინ საფრანგეთის შსს-მ ყვითელჟილეტიანებს მოუწოდა, საპროტესტო აქცია არ გაემართათ და ისინიც გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს შეერთებოდნენ.

ამის შემდეგ განცხადება გააკეთეს ყვითელჟილეტიანებმა და თქვეს, რომ პოლიციის აკრძალვის მიუხედავად პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მანიფესტაციებს მაინც ჩაატარებდნენ. აქციის მონაწილეებს სამხედროებმაც მოუწოდეს, რომ 8 მაისს ქუჩაში არ გასულიყვნენ.

დღეს დილიდან ყვითელჟილეტიანები გეგმავდნენ, რომ მანიფესტაციას ტრიუმფალურ თაღთან და ტროკადეროს მოედანზე გამართავდნენ. აქცია საფრანგეთის დროით 14 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს აქცია აღარ გაიმართება და 26-ე მანიფესტაცია მომდევნო შაბათს ჩატარდება