ყვითელჟილეტიანები პარიზში, მაჯენტას გამზირზე საპროტესტო მსვლელობას მართავენ [ფოტო]
ყვითელჟილეტიანები პარიზში, მაჯენტას გამზირზე საპროტესტო მსვლელობას მართავენ [ფოტო]

საფრანგეთის დედაქალაქში ყვითელჟილეტიანების 25-ე მანიფესტაცია დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი პარიზიდან იუწყება, საპროტესტო აქცია მონაწილეებმა დღეს მაჯენტას ბულვარიდან დაიწყეს. ყვითელჟილეტიანები მსვლელობით მაჯენტას გამზირს გაივლიან და მსვლელობას ნაციონალურ მოედანზე დაასრულებენ.

აქციის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ყვითელჟილეტიანების განცხადებით, დღეს ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახებენ, რომ არ ეშინიათ.

საპროტესტო აქციები პარიზის გარდა, დღეს საფრანგეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.

ყვითელჟილეტიანები ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთის ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას, გასული წლის ნოემბრიდან იმართება.