პარიზში, წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი მეუღლის, მარიამ მაყაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
პარიზში, წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი მეუღლის, მარიამ მაყაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარიზში, წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში ეკლესიის წინამძღვარმა, მამა არჩილ დავრიშაშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი მეუღლის, მარიამ მაყაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„100 წლის განშორების შემდეგ, გენერალი საქართველოს უბრუნდება. გიორგი კვინიტაძის ნეშტს, განუყრელ და საყვარელ მეუღლესთან ერთად, 26 მაისს მიიბარებს მთაწმინდის მიწა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიას და პანაშვიდს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური პირები, საფრანგეთში ქართული ისტორიული სათვისტომოს „ქართველები საფრანგეთში“ პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, გიორგი კვინიტაძის შთამომავლები და ახლობლები, ასევე დიასპორის წევრები.