პარიზში თვეში ერთხელ მეტროპოლიტენისა და ტრამვაის რამდენიმე ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
პარიზში თვეში ერთხელ მეტროპოლიტენისა და ტრამვაის რამდენიმე ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

პარიზში თვეში ერთხელ მეტროპოლიტენისა და ტრამვაის რამდენიმე ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. როგორც გამოცემა „ლე პარიზიენთან“ ინტერვიუში საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელმა ვალერი პეკრესმა განაცხადა, ექსპერიმენტი 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე გაგრძელდება.

„უნდა მივცეთ ახალი იმპულსი პარიზის ღამის ცხოვრებას“, – განაცხადა პეკრესმა და აღნიშნა, რომ ასეთი ინიციატივით მას ტურისტული და კომერციული სფეროების წარმომადგენლებმა მიმართეს.

„ისინი ძალიან დაზარალდნენ „ყვითელი ჟილეტების“ კრიზისის დროს“, – განმარტა ვალერი პეკრესმა.

ექსპერიმენტის ფარგლებში, მეტროს ექვსი ხაზი და ტრამვაის სამი მარშრუტი თვეში ერთხელ უწყვეტად 40 საათი იმუშავებს. კერძოდ, შაბათს დილიდან კვირის ბოლომდე.

გამოცემის თანახმად, ღამის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა პარიზში შესაძლებელი იქნება 14 სექტემბერს, 12 ოქტომბერს, 9 ნოემბერს, 31 დეკემბერს, 11 იანვარს, 8 თებერვალს და 7 მარტს.

ამას გარდა, მერია პარიზის ცენტრისა და გარეუბნების დამაკავშირებელი ღამის ავტობუსების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.